გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომსახურების შეფასება მომხმარებელთა მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

19-08-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2022 წლის  სამოქმედო გეგმის თანახმად, უწყებამ აიღო ვალდებულება, ერთი მხრივ უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთათვის ელექტრონულ სერვისებზემაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელიხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ დანერგოს უკუკავშირის სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას და რეკომენდაციების გაზიარებას მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, შედგენილი კითხვარის მეშვეობით, 2022 წლიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ მათ მიერ მიღებული მომსახურება/ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შემდეგ სერვისის გამწევ არხებსა და დეპარტამენტებზე:

  • ვებვერდი - www.rs.ge
  • საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი 2 299 299
  • RS ჩათი
  • Info@rs.ge
  • მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიღებული სერვისი (Face to Face)
  • დავების დეპარტამენტი

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატებაშემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი და აუდიტის დეპარტამენტი.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ მომხმარებელთა (1 იანვრიდან დღემდე უკუკავშირი დატოვა 8500 მომხმარებელმა)  რეკომენდაციების საფუძველზეRS ჩათსა და სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს დაემატა ინგლისურენოვანი თანამშრომლები. ამასთან, სრულად განახლდა RS ჩათის თანამშრომელთა შემადგენლობა და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ამავე სერვისის გამწევი არხის საბაჟო მიმართულების ასამუშავებლად.


შემოსავლების სამსახურის მიერ, დანერგილი უკუკავშირის  სისტემის მიზანია დაინტერესებულ მომხმარებელთა მოსაზრებების მიღება, რომლის მოდულებში, საჭიროების დადგენის შემთხვევაში ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930