გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვა, ეს არის მწვავე პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ათასობით ჩვენს მოქალაქეს

6-07-2018

„აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვა - ეს არის მწვავე პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ათასობით ჩვენს მოქალაქეს, მსესხებელს, და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან არასამართლიანი გარემოა ამ თვალსაზრისით“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

მისი თქმით, პრობლემის აქტუალობას ადასტურებს IDFI-ის მეირ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმად, გასულ წელს აუქციონზე იპოთეკით დატვირთული 1 700-მდე უძრავი ქონება გაიყიდა, საიდანაც 1 260-მდე საცხოვრებელი ფართი იყო, რაც ძალიან ეს ძალიან მაღალი რიცხვია.

როგორც ზაზა გაბუნია აცხადებს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი წესების დამკვიდრება და ის ინიციატივები, რაც ამ საკითხს უკავშირდება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გაახმოვანა.


ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ამ პრობლემის მოგვარების ძალიან ქმედითი და შედეგზე ორიენტრირებული სქემაა იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გვქონდეს ახალი რეგულაციები, რომელიც ამ ბაზარს დაარეგულირებს.


„პირველ რიგში, იზღუდება ლომბარდებისა და ე.წ მევახშეების სასარგებლოდ ქონების, მათ შორის უძრავი ქონების, ავტომობილების დაგირავება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვადის გადაცილების შემთხვევაში, იქნება ლიმიტი, რაც დღეს არ გვქონდა. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, დასაფარი თანხის დაანგარიშება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან მოხდება, რაც არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5 - მაგ ოდენობას. ეს ყველაფერი მოქალაქეებს ძალიან მძიმე ტვირთს მოუხსნის. ასევე, წესდება სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის ლიმიტი - იქნება ეს ჯარიმა, პირგასამტეხლო, თუ საკომისიო და განისაზღვრება წლიური 98.55% -ით, ნაცვლად დღეს არსებული 150%-ისა, რაც დიდი წნეხისგან გაათავისუფლებს მსესხებელს” - აცხადებს გაბუნია.


მისივე თქმით, ახალი წესები მთელ ფინანსურ სექტორზე გავრცელდება, მათ შორის კერძო გამსესხებლებზე.


„ეს არის სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები და ძალიან სწორი გზა, რომლის მეშვეობითაც, ათასობით ადამიანის, რომელიც განიცდის უსამართლო ბაზრის ნეგატიურ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამიტომ პრემიერის ინიციატივები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031