გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: თორნიკე რიჟვაძის სახით აჭარას ძალიან აქტიური ხელმძღვანელი ეყოლება

7-07-2018

"თორნიკე რიჟვაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარას ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება", – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.


„ჩვენ გუშინ ახალი კანდიდატი წარვადგინეთ. მე მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს, ისე ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძესკარგი განათლება აქვს, მას ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას. ბუნებრივია, ჩემი პროფილიდან გამომდინარე, აჭარასთან მაქვს შეხება და ისედაც, აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლეოსბამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად დაასახელა.


„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობს.


თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში გარკვეული კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031