გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: ბოკერია-ჩერგოლეიშვილების ამოცანაა ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით საქართველოს ჩართვა მიმდინარე ომში და რაც უმთავრესია საკუთარი ველური მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილება!

24-08-2022

„უმნიშვნელოვანესი ქმედების დაწყებას სჭირდება შესაბამისი ისტორიული პირობები, რომელიც ვერ და არ დგება ბოკერიებისა და ჩერგოლეიშვილების კაპრიზებით!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება.

 

მისი თქმით დღევანდელ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ მშვიდობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს განვითარებისა და არა განადგურებისათვის! რასაც კიდევაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება.

 

„ნათქვამია უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო! დიახ! სწორედ ასეა, ოპოზიციაში დარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ აი ასეთი მჩხავანა კატები, რომლებიც გენიოსთა ნააზრევს ამოკრეფენ, დაანაწევრებენ და ისტორიული კონტექსტიდან დამახინჯებულად და განყენებულად წარმოგვიდგენენ! ამ ტექსტის გადმომქსეროქსებელმა ჯერ ერთი საკითხავია თუ იცის როდის, სახელდობრ კი რომელ წელს დაწერა იმ გენიოსმა, რომლის სახელი და გვარი იყო ილია ჭავჭავაძე ეს გენიალური ნაწარმოები? შემდეგ რა დროს დაწერა? რისთვის დაწერა? ვისთვის დაწერა? და რატომ დაწერა? გაიგოს(თუმცა ვეჭვობ?!) ილია ამ დროს აყალიბებდა სამოქმედო გეგმებს საქართველოს გასათავისუფლებლად და ეძებდა ამისათვის გზებს! როცა დაბრძენდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა თუ როგორ უნდა მიეღწია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მას არსად არცერთ წერილში არ მოუწოდებია ხალხისთვის რუსეთის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებისთვის! ისმის კითხვა: რატომ? ბოკერია-ჩერგოზე ნაკლები მოაზროვნე და პატრიოტი იყო?! არა ბატონებო არსებული ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე ხედავდა, რომ ძალები არასწორი იყო და ძალადობრივი დაპირისპირება ქართველთათვის კატასტროფით დამთავრდებოდა! ილია უპირველესად პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი იყო(ამიტომაც იყო უდიდესი) და ბოკერიებივით სხვის დაკრულზე არ თამაშობდა და მის ქვეყანას ვიღაცეების დაკვეთით სასიკვდილოდ არ წირავდა! ილიას უპირველესი ამოცანა იყო საქართველოს ქმედებები ისტორიული დროის შესაბამისად! ამიტომაც იყო მისი უპირველესი ამოცანა საქართველოს ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში! და ამით ხალხის შემზადება-მომზადება სახელმწიფოს მართვისათვის და ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ვითარების შესაბამისად ისე, რომ ნაკლებზე ნაკლები ზიანი მიდგომოდა ხალხს!

 

უმნიშვნელოვანესი ქმედების დაწყებას სჭირდება შესაბამისი ისტორიული პირობები, რომელიც ვერ და არ დგება ბოკერიებისა და ჩერგოლეიშვილების კაპრიზებით! რაც კიდევაც დაადასტურა 2008 წლის აგვისტომ! თუმცა რა? ამ დავალების შემსრულებლებისათვის მთავარია პატრონებს მოახსენონ დავალება შესრულებულია! რის ფასად? აი ეს კი ფეხებზე ჰკიდიათ! საქართველოს უგვირგვინო მეფე კი ხალხზე, ხალხზე ფიქრობდა და არა სააკაშვილ-ბოკერიების მსგავსად საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ მათ საზარბაზნე ხორცად გამოყენებაზე! დღევანდელ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ მშვიდობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს განვითარებისა და არა განადგურებისათვის! რასაც კიდევაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით!

 

ხოლო ბოკერია-ჩერგოლეიშვილების ამოცანაა ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით საქართველოს ჩართვა მიმდინარე ომში! ქვეყნისა და ხალხის გაწირვის ხარჯზე გადამთლიელთა მოთხოვნების შესრულება და რაც უმთავრესია აქედან გამომდინარე საკუთარი ველური მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილება!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930