გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სოსო გოგაშვილს: ეეჰ ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც; ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო

26-08-2022

„სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო. ისე, ხუმრობა იქეთ იყოს და ეს აბსურდული გზავნილები, შენზე უფრო მეტს მეტყველებს ვიდრე გზავნილის ადრესატებზე“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს.

 

„ვინ აწერინებს ამ კაცს ასეთ ზღაპრებს?... ოთხჯერ დამირეკა და მეხუთედ აღარო...მერე ადვოკატი შემომიგზავნეს "როდინობის" კვირაში და მერე გააქრესო... თან ცდილობს რიხი არ დაეკარგოს და ბოლოში მუქარანარევი ტონით ყელყელაობს...

 

ეეჰ ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო...

 

ჰო და მაგ ყელყელაობას არ ჯობია, შიმშილს, ზეწოლას, ავადმყოფობას და ფაღარათს მიაწვე? ეგრე უფრო მიიქცევ ყურადღებას და თან ნაცებს საკმაოდ კვალიფიციური პროქტოლოგები ჰყავთ, არ დაგაყვედრებენ ერთ-ორ ექსპერტულ დასკვნას... ისე, ხუმრობა იქეთ იყოს და ეს აბსურდული გზავნილები, შენზე უფრო მეტს მეტყველებს ვიდრე გზავნილის ადრესატებზე... კაცი შევარდენობიდან რადიკალების ჩიტად იქეცი... არ არის შენი ძლიერი მხარე დრამატურგია, ჯობია ისევ "სეილებს" მიაწვე...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930