გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი გოგაშვილზე: მუქარა, რომ გამოაქვეყნებს საიდუმლო მასალებს და ამხელს მოქმედ ხელისუფლებას, როგორც ჩანს აუსრულებელ მისიად რჩება, ამიტომ გაბოროტებული ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს

26-08-2022

„ბატონი დიმიტრი მჭედლიშვილი არავის "გაუქრია" ის პროფესიულ საქმიანობას ამ საქმემდეც წარმატებით ასრულებდა და ამ საქმის შემდეგაც წარმატებით გააგრძელებს. ერთადერთი მიზეზი მის მიერ ამ საქმეზე უარის თქმისა ჰონორარზე ვერ შეთანხმებაა“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც სოსო გოგაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო (იოსებ) გოგაშვილი დაკავების დღიდან საზოგადოების ყურადღების ცენტში მოქცევას ცდილობს. მუქარა, რომ გამოაქვეყნებს საიდუმლო მასალებს და ამხელს მოქმედ ხელისუფლებას მას როგორც ჩანს აუსრულებელ მისიად რჩება, ამიტომ გაბოროტებული ახალ ახალ ტყუილებს იგონებს.

 

ამჯერად ამტკიცებს, რომ ჩემთვის და ჩემი არაერთი კოლეგისთვის მისი საქმიანობიდან გამომდინარე პატივსაცემი ადამიანი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოში - კოლეგიის კანცელარიის ყოფილი გამგე - საერთო განყოფილების უფროსის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის ბიუროს ყოფილი უფროსი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ბიუროს ყოფილი უფროსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამჟამად მოქმედი ადვოკატი მის მიერ მოგონილ სიბინძურეში გარიოს.

 

აცხადებს, რომ "მათ" ბატონი დიმიტრი მჭედლიშვილი შეუგზავნეს რომელმაც განუცხადა, რომ მისთვის სჯობდა, რომ დათანხმებოდა "მათ" შემოთავაზებას. ვინ არის ეს "მათ" პასუხგაუცემელი რჩება... მან "მათ" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და ბატონი დიმიტრი მჭედლიშვილი "გააქრეს".

 

ბატონი დიმიტრი მჭედლიშვილი არავის "გაუქრია" ის პროფესიულ საქმიანობას ამ საქმემდეც წარმატებით ასრულებდა და ამ საქმის შემდეგაც წარმატებით გააგრძელებს. ერთადერთი მიზეზი მის მიერ ამ საქმეზე უარის თქმისა ჰონორარზე ვერ შეთანხმებაა რომელიც გაწერილი იყო ბატონი მჭედლიშვილის მიერ მათთვის მიწოდებული კონტრაქტის 4.1 პუნქტით შესაბამისად ტყუილია სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და საქმეს აცდენილია მისი ციხისეული ზმანებანი“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930