30-08-2022
გიხაროდენ ერო! აგენტურით ნამდვილად მდიდარი ქვეყანა ვართ! ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი აგენტი ჩვენთან მოდის! აგენტურის ექსპორტი შეგვიძლია, ისეთი ჭარბი რაოდენობა გვყავს - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი.
„დღეს ერთერთმა ინტერნეტ გამოცემამ საქართველოში ამერიკის აგენტების სია გამოაქვეყნა. გიხაროდენ ერო! აგენტურით ნამდვილად მდიდარი ქვეყანა ვართ! ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი აგენტი ჩვენთან მოდის! უამრავი გამორჩენია სტატიის ავტორს. აგენტურის ექსპორტი შეგვიძლია, ისეთი ჭარბი რაოდენობა გვყავს. თანაც არ გაუჭირდებათ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება, სამშობლო ამათ არ აქვთ, “ვერბოვკა” არ ჭირდებათ და არაფერი… იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ვინმე…!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024