გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივას მიესალმება

7-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივას, რომლის თანახმადაც ახალგაზრდები ჭუბერში, სტიქიის ადგილის გაწმენდით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას, მიესალმება.


„დიდი მადლობა! ჩვენი ახალგაზრდები როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან!“-წერს პრემიერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
პარტიის ახალგაზრდულმა მოძრაობამ დღეს სურვილი გამოთქვა, რომ ჭუბერში, სტიქიის ადგილას გაწმენდით სამუშაოებში მიიღოს მონაწილეობა და ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს.


„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა.


მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას.


ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას.


„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა!

ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვეხარდება!


ახალგაზრდებო, ვისაც გაქვთ სურვილი, დადგეთ ჩვენთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, შეიტანოთ თქვენი წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:


555 444 227 / 591 724 444.
ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ, ოფიციალურ Facebook გვერდზე https://Facebook.com/GeorgianDreamOfficial/
ან მობრძანდეთ ერეკლე მეორის #2-ში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში “ - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930