გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხესთან პატარებს უმასპინძლეს

5-01-2018

პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, პატარა თემოსთან ერთად, სასახლეში შშმ ბავშვებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფ სამხედროთა და მეხანძრეთა შვილებს უმასპინძლეს.
კონცერტში პარაორკესტრისა და შშმ ბავშვთა ჩართვა ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომლის დატვირთვაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი ინდივიდუალური განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის მხარდაჭერაა.
სტუმრებს პირველმა ლედიმ განსაკუთრებული, საახალწლო საჩუქარი მოუმზადა და საახალწლო ნაძვის ხის კონცერტზე, ბავშვებთან ერთად, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებული მუსიკალური ნომერი შეასრულა.
პრეზიდენტის სასახლეში ნაძვის ხის ზეიმზე მოწვეული ბავშვებისათვის გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები: The Quintessence, "მზიური", ჯგუფი "რელიქვია", მედოლე ბავშვთა ანსამბლი "კავკასიონი", ვოკალის აკადემია და პარაორკესტრი.
პრეზიდენტის ნაძვის ხე 4-5 იანვარს გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930