2-09-2022
ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გზავნილებში და ჩვენი მთავარი გზავნილი ეს იყო საზოგადოების მიმართ იმ ინფორმაციის მიწოდება და სიმართლის გაცნობა, რომელსაც ვფლობდით - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იმიტომ გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ მათი შეხედულებები განსხვავებულია არსებულ სიტუაციასთან დამოკიდებულებაში.
“ჩვენი განსხვავებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს და იმიტომ გავემიჯნეთ „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია არსებულ სიტუაციასთან დამოკიდებულებაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გზავნილებში და ჩვენი მთავარი გზავნილი ეს იყო საზოგადოების მიმართ, იმ ინფორმაციის მიწოდება და იმ სიმართლის გაცნობა, რომელსაც ვფლობდით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ინფორმირებულობის პროცესს, ვინაიდან ვთლით, რომ პროცესი არ შეჩერებულა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინფორმაციები სხვადასხვა ინსტიტუციაზე, პოლიტიკოსებზე, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა ხაზს, რომელიც ავირჩიეთ, ის საწყისი ეტაპია და ყველაზე კარგად ვინც გაიგო ეს ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024