გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ მელაძე: უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან

2-09-2022

უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან - წერს სოციალურ ქსელში ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

 

მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს.

 

„უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს ( და მეც ასევ მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს! ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის!!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!“ - წერს ნოდარ მელაძე Facebook-ზე.

 

მელაძის სტატუსს ეხმიანება „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი თამარ ბაღაშვილი რომელიც წერს - „რამდენი „გმირი“ და „მორალისტი“ ყოფილა, ვეღარ ვითვლი“, რაზეც მელაძე პასუხობს - „ყველას ყველაფერი გაუკეთებია, ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით ალბათ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930