გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება, ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო

5-09-2022

პირველ ვიდეოზე - კიევის ცენტრია, კრეშატიკის ქუჩა, საომარ უკრაინაში - პროსახელისუფლებო დისკოტეკა. მეორე ვიდეოზე - პრაღა, მშვიდობიან ჩეხეთში, ანტისახელისუფლებო მიტინგი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. რატომ? იმიტომ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ - "ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს". არც უცნაური ომი უკრაინაში და კიევის ცენტრში საზეიმო ღრეობა, და არც უცნაური მშვიდობა - ევროპაში - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება - ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო, რატომ ემუქრება ევროკავშირის მდგრადობას საფრთხე და ამას ვერც ვერავინ ხსნის.


„პირველ ვიდეოზე - კიევის ცენტრია, კრეშატიკის ქუჩა, საომარ უკრაინაში - პროსახელისუფლებო დისკოტეკა. მეორე ვიდეოზე - პრაღა, მშვიდობიან ჩეხეთში, ანტისახელისუფლებო მიტინგი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. რატომ? იმიტომ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ - "ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს". არც უცნაური ომი უკრაინაში და კიევის ცენტრში საზეიმო ღრეობა, და არც უცნაური მშვიდობა - ევროპაში. ამათი შემხედვარე, სადაც თითქოს მილიარდობით შემოსულ ფინანსურ შემოდინებებს ზეიმობენ უკრაინაში, ჩეხეთში - უმძიმესი, ეკონომიკურად და მორალურად კრიზისული ზამთრის მოლოდინში არიან. ამიტომ, ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება - ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო, რატომ ემუქრება ევროკავშირის მდგრადობას საფრთხე და ამას ვერც ვერავინ ხსნის...“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე. https://www.facebook.com/100009988902485/posts/pfbid0Eff1Dd2u4sfSfBCRA46DdgGKty8VKYhumoFCuS3MruCSBCow2THyUGcXLtcKjyeFl/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930