5-09-2022
ზაპოროჟიეს ოლქში მოპარული და გაყიდული ჰუმანიტარული ტვირთის კრიმინალური ისტორია, შესაძლოა, სკანდალურ თემად იქცეს. უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის დეტექტივებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თაღლითურ სქემაში, შესაძლოა, გარეულნი იყვნენ პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკები და დეპუტატები მმართველი პარტიიდან. ინფორმაციას RTVI ავრცელებს.
RTVI -ის ინფორმაციითვე, ანტიკორუფციული ბიუროს ვარაუდით, კორუფციულ სქემაში შესაძლოა, მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.
პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას "დაუსაბუთებელი აბსურდი" უწოდეს.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეში მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა დაკარგული 22 საზღვაო კონტეინერის, 389 მატარებლის ვაგონისა და 220 ტრაილერის საქმეზე.
16-11-2024
16-11-2024