7-09-2022
როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი.
„ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიდანაც. როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელს პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
16-11-2024
16-11-2024