გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

7-09-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს  თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022  წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს  შეადგენს, ხოლო  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.

 

მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.

 

2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,   2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა +208.9%-ია.    2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს  შეადგინა.

2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან  შედარებით ზრდა +155%-ია.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს  შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930