9-07-2018
დუშეთში, ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
მცირეწლოვანს მაშველები რამდენიმე დღეა ეძებდნენ.
საქმეზე, არსებული ინფორმაციით, 19 წლის მწყემსია დაკავებული.
„ამ ბიჭმა თქვა - იმ ტურისტმა იძულებული გამხადა და თოფი ვესროლეო, ცოლი გადავურჩინე, მივეშველე იმ ქალსო და იმ კაცმა მაგიტომ დამარტყაო. თავს იმართლებს, ძულებული გავხდიო, ბავშვი ტიროდა და მაგიტომ ვესროლეო.
იქვე, სადაც ეს ამბავი მოახდინა, დაუმარხია ბავშვი, თუ ქვების ძირას შეუნახია. აღიარა თავისი დანაშაული. მარტო იყო“- განაცხადა ადგილობრივმა.
შეგხასენებთ, რომ ამერიკელი ტურისტები ხადას ხეობაში 3 დღის წინ დაიკარგნენ, მეორე დღესვე კი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
18-12-2024