გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The National Interest» (აშშ): იმის გამო, რომ საქართველო ნატოს წევრობას ესწრაფვის, ის რუსეთის სამიზნე გახდა

9-07-2018


ამერიკული გამოცემა «The National Interest»-ი აქვეყნებს ანალიტიკურ წერილს, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის მიერ გავლენების შენარჩუნების მცდელობაზეა საუბარი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:


"საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვთ 2008 წლიდან, როცა მოსკოვმა თავისი სამხრეთი მეზობლის წინააღმდეგ ომი დაიწყო. საქართველომ ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების, ეკონომიკის ზრდისა და მისი გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველო ნატოს ბლოკში გაწევრიანებას ესწრაფვის, ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა სახელმწიფო რუსეთის ხისტი ძალის მოქმედებისა და პროპაგანდის სამიზნე გახდა. ამის მიუხედავად, საქართველო ცდილობს რუსეთთან დაძაბულობა მასთან პრაქტიკული თანამშრომლობით შეასუსტოს: რუსეთიდან ჩასულ ტურისტთა რაოდენობა საქართველოში მაღალი ტემპებით იზრდება - ისევე როგორც ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში"-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930