გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი თაფლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

7-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თაფლის მწარმოებლებსა და  ექსპორტიორებს შეხვდა.

 

შეხვედრის მიზანს მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევების და ექსპორტირების პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების განხილვა წარმოადგენდა.

 

გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საკითხებზე, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების მნიშვნელობასა და დარგში კოოპერაციის ეფექტიანობაზე. 

 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და შესაბამისი ლაბორატორიული უზრუნველყოფის საფუძველზე, ქვეყანას შეუძლია მსოფლიო ბაზარზე პრემიუმ ხარისხის, ბრენდირებული პროდუქციით თავის დამკვიდრება.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების გამარტივების საკითხებს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930