გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ქალბატონმა კრამონმა აღიარა, რომ დიახ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ გავლენა იქონია შვეიცარულ ბანკზე, ის რომ რეზოლუციის ტექსტი შეადგინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ესეც აღიარა

8-09-2022

აღიარა, რომ დიახ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ გავლენა იქონია შვეიცარულ ბანკზე, ის რომ რეზოლუციის ტექსტი შეადგინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ესეც აღიარა - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რომ არა საზოგადოების ძალისხმევა და მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. ეს მოტივი და მიზანი არ შეჩერებულა, გრძელდება.


„გუშინ ქალბატონმა კრამონმა აღიარა, რომ დიახ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ გავლენა იქონია შვეიცარულ ბანკზე, ის რომ რეზოლუციის ტექსტი შეადგინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ესეც აღიარა. რაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ეს არის საერთაშორისო ქსელი, ეს ახსნადია. ქალბატონი დეკანოიძე, რომელიც პირდაპირ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ქვეყანას ამუნათებს და უფრო მეტად წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქალბატონი პრეზიდენტი ასევე, რომელიც თითქოს წარმოადგენდეს ევროკავშირის ელჩს და მის წარმომადგენლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ვალდებულებების შესრულებისკენ. პირდაპირ, ზედაპირზე ჩანს და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დიახ, დღეს გზა გასაყარზე ვართ და სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენ მეტი დოზით გითხრათ სიმართლე, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყალიბდება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული სუვერენიტეტი და აქ უნდა გავშიფროთ ყველა.


არ შეიძლება, ქილიკის საგნად ვაქციოთ ეს დამოკიდებულება. რომ მართლაც საკმაოდ მძიმე დრო გაიარა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რომ არა საზოგადოების ძალისხმევა და მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მერწმუნეთ, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. ეს მოტივი და მიზანი არ შეჩერებულა, გრძელდება. ხვალაც და ზეგაც იქნება ეს დამოკიდებულება ჩვენგან, რომ მეტი ინფორმაცია იცოდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, იმიტომ, რომ რომ არა მათი ძალისხმევა, საქართველო ჩათრეული იქნებოდა ომში. გაიხსენეთ რა ხდებოდა, როცა ჩვენ ვამხილეთ, რომ ეს ადამიანები მოუწოდებდნენ საქართველოში ომში ჩართვას, მაშინ ამერიკის ელჩი გამოვიდა სიტყვით და არათუ ჩვენი გზა გააგრძელა და იმ ადამიანებს გაემიჯნა, ვინც მოუწოდებდა საქართველოში ომში ჩართვას, რუსული ნარატივი და ფსბ-ს ნარატივი უწოდა. დამისახელეთ თუნდაც ქალბატონი პრეზიდენტი, ქალბატონი დეკანოიძე და რადიკალური ოპოზიციის წევრები, ვინ გაემიჯნა უკრაინის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. პირიქით ხდება, ისინი სოლიდარულები არიან, მათთან ერთად ისინი ჩადიან უკრაინაში. დააკვირდით ქალბატონ დეკანოიძეს, რა ტექსტებით გამოდის, რაზე საუბრობს, თითქოს ის ამ ქვეყნის მოქალაქე და პარლამენტის წევრი არ იყოს და პირდაპირ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი გვესაუბრება დღეს. ერთად, ერთიან ხმაში გვესაუბრებიან, ამის პრევენციაზეა საუბარი.


წერილშიც არის აღნიშნული, რომ ეს დიდი ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მათი ინტერესის გამტარებელი ნებისმიერ ქვეყანაში ეძებენ, რომ საკუთარი აგენტურა ყავდეთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ იმ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ, რომ დღეს ქილიკობენ და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს ასე პირდაპირ ახორციელებენ. ეს არა მარტო დღევანდელი დღის პრევენციაა, ხვალ, 2024 წელს რომ არჩევნები იქნება, ჩვენმა საზოგადოებამ ღირსეული არჩევანი გააკეთოს და ასეთი ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს უფრო ითვალისწინებენ, არც მალავენ, ღია ტექსტებით გვესაუბრებიან თქვენი ტელევიზიების საშუალებით. არაფერს დაუდევენ, თითქოს მარტო ხელისუფლება იყოს ამ ქვეყნის წარმომადგენელი, თითქოს ხელისუფლება სხვა იყოს და ხალხი სხვა იყოს, ამით უნდათ გაასაღონ თავისი აგენტურული მიდგომა“ - განაცხდა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930