გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას

9-09-2022

სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, სახელმწიფოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვრებოდეს ის დანაშაულები, რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ამასთანავე, ამ დანაშაულთა განსაზღვრისას კანონმდებელმა მათი ბუნება უნდა გაითვალისწინოს (ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §244). 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელი გახდა დამატებით იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა ჩადენა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოებასთან (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ), ორგანიზებულ დანაშაულთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან, წამების მუქარასთან და ტერორისტული დანაშაულის (ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა) ჩადენასთან. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება (ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §250). ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის საწარმოებლად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა სათანადო საპროცესო გარანტიების პირობებში შესაძლებელია, შესაბამისი კონტროლით იმდენჯერ გახანგრძლივდეს, რამდენჯერაც ამის საჭიროება იარსებებს (KENNEDY v. THE UNITED KINGDOM, §161). ვინაიდან სათანადო საპროცესო გარანტიები და კონტროლის მექანიზმები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით გათვალისწინებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის წესი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტს. ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას. ფაქტია, რომ სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930