9-09-2022
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებების დაგმობას არ აპირებს.
როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, პარტიიდან გასული ოთხი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. „ჩვენთვის დანაკლისია, რომ ისინი არ არიან ჩვენს გუნდში“.
„პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენი გუნდის ყველა წევრმა თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პარტიას, რომელსაც აქვს სახელისუფლებო პასუხისმგებლობა, თავს მისცეს შესაძლებლობა ასეთი სახის პოლემიკის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
დაგმობას არ ვაპირებ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის საკმაოდ ხანგრძლივი, მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. ჩვენთვის დანაკლისია, რომ ისინი არ არიან ჩვენს გუნდში. პიროვნულად ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გვაქვს. არ ვაპირებ მათ მიმართ პიროვნულად განცხადებების გაკეთებას. მიზეზი თუ, რატომ გამოეყო ეს ოთხი ადამიანი ჩვენ გუნდს, იყო ის, რომ მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.
16-11-2024
16-11-2024