9-09-2022
სულ ახლახანს საქართველოში ჩატარდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ ზემოთ ნახსენები დასავლეთის განწყობები კარგად გამოჩნდა ამ კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებში და ინტერვიუებში, თუმცა ყველაზე საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო ერთ-ერთი მათგანის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომელმაც თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.
კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს ნაცმოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებაზე, რომლის თქმით, საქართველო არ არის უკრაინის დაცვის ერთიან სარტყელში მოქცეული და ამიტომ, მთელი დასავლეთი ცდილობს აქ ხელისუფლების შეცვლას.
როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ქართველ ხალხზე.
"კიდევ ერთხელ „დაუძინებელ მეგობრებზე“ რუსეთ-ამერიკის ომმა, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მნიშვნელოვნად შეცვალა სამყარო. ბევრი რამ გადაფასდა, ბევრი ინტერესი გადაეჯაჭვა ერთმანეთს, აქამდე დაფარული ფაქტები სააშკარაოზე გამოვიდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ იბრძოლებს უკანასკნელ უკრაინელამდე, ამას ხალისით ეთანხმებიან მისი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ შეასრულონ აშშ-ს მითითებები და მაქსიმალურად შეინარჩუნონ ერთსულოვნება უკრაინის მიმართ უსაზღვრო ფინანსური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული დახმარების საკითხში. ამ მხრივ შედარებით რადიკალურები და აგრესიულები არიან აღმოსავლეთ ევროპის (ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ბულგარეთი) სახელმწიფოები. დასავლეთ ევროპის დიდი ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ცდილობენ ისე დაუპირისპირდნენ რუსეთს, რომ არ დააზარალონ საკუთარი ქვეყნის ინტერესები. მოახლოებული ზამთრის წინ რუსეთი იმუქრება, გაზის და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით, რაც გამოიწვევს გამყინვარებას მის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში და ამ ქვეყნების მოსახლეობის საპროტესტო ტალღებს საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ. ევროპა-აშშ-ს ერთსულოვნების მიუხედავად, როგორც ამბობენ, მსოფლიოს ქვეყნების 85% არ შეერთებია ანტირუსულ სანქციებს. მათ შორის არიან სერბეთი, თურქეთი, უნგრეთი და ა. შ. ბუნებრივია, ამ არეულ სიტუაციაში ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს ადგილი, საფრთხეები და პერსპექტივა. უკრაინის და მათი მოკავშირეების ინტერესი, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის წინააღმდეგ გახსნილიყო მეორე ფრონტი ვერ მოხერხდა.ახლა მათი მიზანია იმის მიღწევა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად მოქმედებდეს. როგორც ორიოდე დღის წინ ნაცების ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველო არ არის უკრაინის დაცვის ერთიან სარტყელში მოქცეული და ამიტომ მთელი დასავლეთი ცდილობს აქ ხელისუფლების შეცვლასო. ანუ, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთის საწინააღმდეგოდ დასავლეთის ყველა მოთხოვნას შევასრულებთო.
სულ ახლახანს საქართველოში ჩატარდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ ზემოთ ნახსენები დასავლეთის განწყობები კარგად გამოჩნდა ამ კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებში და ინტერვიუებში, თუმცა ყველაზე საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო ერთ-ერთი მათგანის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომელმაც თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს... საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ... ანუ, ეს ქალბატონი გულდაწყვეტილია საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობით და ამბობს, რომ მანამდე (ანუ სააკაშვილის მმართველობის დროს) საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო, ახლა კი დაცული არავინაა, ხან ერთ ჟურნალისტს იჭერენ, ხან მეორე აქტივისტს და დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად ვაფასებთო. არადა, სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში ისეთივე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყოო. აი, ასეთი „დემოკრატები“ გვასწავლიან ჩვენ, რომ სასამართლოც, ციხეებიც, კანონის უზენაესობაც და გატარებული რეფორმებიც სააკაშვილის მმართველობის დროს სანიმუშო იყო, მაშინ არც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება ხდებოდა, არც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდნენ (არც ირაკლი ბათიაშვილი დაუპატიმრებიათ, არც მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი, არც და-ძმა ემზარ და ნორა კვიციანები და ა. შ. არც „ჯაშუში“ ჟურნალისტები გაუსამართლებიათ და არც ტელევიზიები დაურბევიათ). მოკლედ, ამ ქალბატონის პირით მთელი ეს „დემოკრატიის მამები და დედები“ გვირჩევენ და გვაძალებენ, თქვენ არ იცით, თორემ მიშას დროს დემოკრატია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობა ყვაოდა საქართველოში, დღეს კი თქვენთან „ოლიგარქიული“ და „პრორუსული“ მმართველობაა და ამისგან უნდა გიხსნათ, რომ მიშას დროინდელ სამოთხეში დაგაბრუნოთო. ამ იდიოტებს გონიათ, რომ ჩვენს ხალხს ან ამნეზია აქვს, ან შედარების უნარი არ გააჩნია და იტყვიან, რადგან ამას ევროპელები გვეუბნებიან, ალბათ მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ „მიშას დრო“ უკეთესი იყო და მოდით, „ის დრო“ დავაბრუნოთო. ამ ქალბატონის განცხადებაში ყველაზე საგულისხმო და ნიშანდობლივი ის არის, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ქართველ ხალხზე - წერს ნანა კაკაბაძე Facebook- ზე.
16-11-2024
16-11-2024