გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ელიზაბეტ II თაობებს ემახსოვრება, ის იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი

9-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი.


ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დედოფალი ელიზაბეტ II თაობებს ემახსოვრება.


"გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!"-წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031