გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაჯის საწარმოებს საქმიანობის უფლება შეუჩერა

9-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება, დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერა.


კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა.


ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ - სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.


„საჯარიმო სანქციებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიური შემოწმების მიუხედავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განთავსებული გაჯის საწარმოები არ მოექცნენ საკანონმდებლო ჩარჩოებში. შესაბამისად, კომპანიებს საქმიანობის განხორციელების უფლებადარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდათ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, შემდგომი განხილვის მიზნით, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930