გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკულ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

9-09-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ამერიკელ მოგზაურ ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს მასპინძლობს.

 

ბენჯამინ კემპერი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან როგორიცაა: Bloomberg,  CNN, Condé Nast Traveler, National Geographic, The Daily Beast, The Guardian, The Wall Street Journal, Thrillist, Time, Saveur და სხვ.

 

პრეს-ტურის ფარგლებში ბენჯამინ კემპერმა თბილისი, თელავი, პანკისის ხეობა, მესტია და უშგული მოინახულა. ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის,  ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიებს მოამზადებს, რომელსაც მაღალრეიტინგული გამოცემები Daily Beast“ და „Saveur“ გამოაქვეყნებენ.

 

პრეს-ტურის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031