გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის ქალაქ ხარკოვში 17-25 სექტემბერს ლგბტ+ ფესტივალი ჩატარდება

11-09-2022

უკრაინის ქალაქ ხარკოვში 17-25 სექტემბერს ლგბტ+ ფესტივალი ჩატარდება. როგორც ღონისძიების Facebook-გვერდზეა აღნიშნული, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილი ლგბტ+ თემის წარმომადგენლების ხსოვნის საღამო, პერფორმანსი ქორწინების თანასწორი უფლებების შესახებ და, საკუთრივ, მსვლელობა.


„ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა რთულ პერიოდს განიცდის. ჩვენი მიზანია, ხაზი გავუსვათ თავისუფლების, თანასწორობის და მრავალფეროვნების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე ვაჩვენოთ მსოფლიოს განსხვავება რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმსა და უკრაინას შორის. უკრაინა გლობალურ ბოროტებას ებრძვის. ამ ბრძოლაში აქტიური წვლილი შეაქვს ლგბტ+ საზოგადოებას. თუ ლგბტ+ ადამიანებს შეუძლიათ, თავი შესწირონ საკუთარ ქვეყანას, სახელმწიფომ მათ ისეთივე უფლებები უნდა მიანიჭოს, რაც სხვებს“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30