9-07-2018
„ამ დღეებში ერთი ჩემი მეგობარი ჩამოვიდა აფხაზეთიდან და ჩამოიტანა არა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ან საკურორტო სუვენირები წარწერით „აფხაზეთი“, არამედ აღმაშფოთებელი პროგნოზი - ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთის“ - ასე იწყება სტატია, რომელიც svpressa.ru -მ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა სამწუხაროდ სინამდვილეში ასეა. მიზეზები: პიროვნული და ეროვნული, გარე და შიდა, ემატება ერთმანეთს, და აძლიერებს ისედაც რთულ ვითარებას, რომელიშიც აღმოჩნდა რესპუბლიკა.
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკაა. დღეს აფხაზეთს მწვავედ აკლია ფული, რომელიც არ ყოფნის არც ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და არც განვითარებაზე. ყოფით დონეზე ამას ადასტურებს ფაქტობრივად ცარიელი ყავახანები, ფაცხები და რესტორნები ზღვის სანაპიზორზე. იქ, სადაც ერთ დროს ჩქეფდა სიცოცხლე და იმართებოდა ხმაურიანი წვეულებები - დღეს ქარი უბერავს აფხაზების ცარიელ ჯიბეებში.
ვიცი, რომ ბევრს გაუჩნდება ამის მარტივი ახსნა - აფხაზებს არ უყვართ შრომა, და ამიტომაც აღმოჩნდბენ ამ სიტუაციაში - ისე, თითქოს მეზობელ საქართველოში ან რუსეთში ადამიანები თავს იკლავდნენ დაუღალავი მუშაობით...
სიმამდვილეში კი, ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა.
რა დასამალია, და აფხაზეთი ძალიან დამოკიდებულია რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე. ეს ობიეტქტური მოცემულობაა. ჯერ-ერთი, ომის შედეგად აფხაზეთი ძალიან დაზარალდა - დაინგრა მთელი ინფრასტრუქტურა, თითქმის ყველა ქარხანა, ბევრი სასტუმრო თუ სანატორია, ამის გარდა - საცხოვრებელი ფონდი, გზები, ხიდები, და ა.შ.
რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, ომით მიყენებული ზარალი შეადგენს თითქმის 100 მლრდ. დოლარს.
მეორე პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთი არაა აღიარებული მსოფლიოს მიერ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამიტომაც არავინ არ რისკავს იქ ინვესტიციების ჩადებას.
წინა პრეზიდენტებს - სერგეი ბაგაფშს და ალექსანრდ ანქვაბს ასე ძალიან არ უჭირდათ - მათი მმართველობა დაემხთვა რუსეთში ყველაზე უხვ წლებს, როდესაც ოფიციალური სოხუმი ყოველ წელს იღებდა მისკოვისგან 5 მლრდ. რუბლს. ამის გარდა რესპურბლიკა მდიდრდებოდა რუსი ტურისტების ნაკადის, სოჩის ოლიმპიადისთვის სამშენებელო მასალის მოწოდების, და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის ხარჯზე.
2014 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. იმის მუხედავად, რომ პუტინმა და ხაჯიმბამ მოაწერეს ხელი შეთანხმებას სტრატეგიული მოკავშირეობის თაობაზე, რომელიც თითქოს და აძლევს აფხაზეთის სოციალური-ეკონომიკური სტანდარტების ამაღლების გარანტიას, მისი დიდი ნაწილი დარჩა ქაღალდზე.
მაგალითად, 2016 წელს იგეგმებოდა აფხაზეთისთვის 8 მლრდ. რუბლის გამოყოფა, შემდეგ ეს ციფრი შემცირდა 4 მლრდ. -მდე, თუმცა ამ ფულის დიდი ნაწილი აფხაზებმა ვერ მიიღეს.
ამის გარდა, იგივე 2016 წელს რესპუბლიკას უნდა მიეღო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 3,7 მლრდ. რუბლი, თუმცა, რეალურად მიიღი მხოლოდ 180 მლნ.
6 წლის მანძილზე, ბაგაფშის და ანქვანის პერიოდში აფხაზეთმა ჯამურად მიიღო რუსეთის ბიუჯეტიდან 32 მლრდ. რუბლი, რომ არაფერი ვთქვათ ტურისტულ შემოსავლებზე. ამავე დროს ხაჯიმბას აფხაზეთმა განვლილი 3 წლის მანძილზე მიიღო მხოლოდ 5 მლრდ.
ამას დაემატა ისიც, რომ სამშენებლო ბუმიც დამთარდა, ხოლი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღმოჩენამ მკვეთრად შეამცირა რუსი დამსვენებლების რაოდენობა აფხაზეთში. პარალელურად, დაიწყო აფხაზეთის საბანაკო სისტემის რევიზია, რომელმაც ცხადყო რომ რესპუბლიკაში არაა ფული - ორმა წინამორბედმა პრეზიდენმტა გაიტანებს რესპუბლიკის გარეთ დიდი თანხები.
რაულ ხაჯიმბამ ამ სიტუაციაში გამოავლინა გარკვეული აქტიურობა და ფინანსებში ელემენტარული წესრიგის დამყარებით მოახერხა აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების გაზრდა 2-დან 5 მლრდ. რუბლამდე.
თუმცა, ამ პატარა ეკონომიკური საოცრებისგან ხეირი ნულის ტოლია.
არის ერთი გარე ფაქტორიც - საქართველოს სისტემატური მუშაობა აფზაზეთის, ასე ვთქვათ, მორჯულებაზე. თანაც, თბილისს არ სჭიდრება ველოსიპედის გამოგონება, ის მუშოაბს რუსეთის ნაბიჯების საპირისპიროდ - რუსები არ უშვენებ საკუთარ ქვეყანაში აფხაზეთის სასოფლი-სამეურნეო პროდუქციას. საქართველო აცხადებს რომ მზადაა იყიდოს ყველაფერი რასაც მას შესთავაზებენ აფხაზი მეწარმწეები.
რუსეთის არა აქვს ფული აფხაზი მეწარმეების მხარდასაჭერად. საქართელო სთავაზობს ნებისმიერ აფხაზს კრედიტს 5 მლნ. რუბლის ოდენიბით იმ შეთხვევაში, თუ ის შექმნის კომპანიას საქართველოს 2 მოქალაქესთან ერთად.
ოფიციალური თბილისის ყველაზე გენიალური სვლაა - ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ითაველისწინებს სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურეობას აფხაზებისთვის საქართველოს საუკეთესო კლინიკებში.
აფხაზებს აშფოთებს რეგულარული ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები - ვის წინაამღდეგაა ის მიმართული? როგორც ჩანს მიდის ადგილობრივი ჯარის მზადება აფხაზეთის ძალისმიერი დაბრუნებისთვის. ამიტომაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ამგვარ სწავლებებს, როგორც კავკასიის რეგიონში პოლიტიკური სიტუაციის შეგნებული დესტაბილიზაციის მცდელობას.
რისი გაკეთება შეიძლება შექმნილ ვითარებაში? პასუხი ცალსახაა - თუ მოსკოვს არ შეუძლია აფხაზეთისთვის სერიოზული ინვესტიციების შეთავაზება, ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ გახსნას საკუთარი ბაზარი აფხაზური პროდუქციისთვის.
აფხაზებს შეუძლიათ ბერვი რამის შეთავაზება - აქაური წყალი საოცრად სუფთა და სასარგებლოა, თანაც მას უკვე დიდი ხანია ასხამენ ბოთლებში. ხილი და კენრკა - ეკოლოგიურად სუფთაა, და ძალიან ადვილია აფხაზეთში უნიკალური ჯემების და მურაბების წარმოებების გახსნა.
რაულ ხაჯიმბა საუბრობს ბევრად მასშტაბურ გეგმებზეც. თუმცა, აფხაზების ყველაზე მშვენიერი და თამამი ოცნებები იმსხრევა საინვესტიციო ინტერესის არარსებობის გამო. რუსეთი აშკარად კარგავს ინტერესს „აფხაზური პროექტისადმი“...
ამოტომაც ადამიანები აფხაზეთში დღეს არიან გაბრაზებულები - უფულობის და უიმედობის გამო.
და იცით რას ლაპარაკობენ აფხაზები ერთმანეთში? „ჩვენ მაინც უნდა მივეყოდით ვიღაცას, ვარიანტი კი მხოლოდ ორია - რუსებს ან ქართველებს და ამერიკელებს. როგორც ჩანს, მოსკოვს ჩვენ არ ვაინტერესებეთ, ამერიკელები კი - რუსების ჯინაზე - მზად არიან ჩადონ აფხაზეთში ნებისმიერი თანხა, თუნდაც 60 მლრდ.“
მაშ ასე, რა გვიჭირავს ხელში? საქართველო ამერიკელების დახმარებით საკმაოდ ოსტატუტრად მუშაობს - ნათლად აჩვენებს აფხაზებს რომ არანაირ კომპრომისზე არ წავა, ამავე დროს კი ატარებს ურჩი ერის მორჯულების პოლიტიკას.
აფხაზების თითქმის ნახევამა მიიღო სამედიცინო დახმარება საქართველოში, და ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის გაცილებით უფრო ძნელია დაინახონ საქართველოში მტერი. ამიტომაც, რამე რომ მოხდეს, ეს ადამიანები კარგად დაფიქრდებიან, სანამ აიღებენ ხელში იარაღს.
ეს კი ნიშნავს, რომ მცირედით, თუნდაც 1 მილიმეტრით, აფხაზეთი დაუახლოვდა საქართველოს და დაიწო მოძრაობა მოსკოვიდან თბილისისკენ.
მაშ რა ვქნათ, დაველოდოთ, სანამ ფსოუზე აფრიალდება საქართველოს და ნატოს დროშები?