გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა დღეს შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, მათ გადაწყვიტეს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებებს დაუჭირონ მხარი, ეს ავტომატურად ნიშნავს უმრავლესობის წევრობას

12-09-2022

უმრავლესობა დღეს შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, რომელთაც რა თქმა უნდა, დააფუძნეს მოძრაობა „ხალხის ძალა“, მაგრამ „ხალხის ძალა“ დღეს საპარლამენტო სუბიექტი ცალკე აღებული, როგორც რაიმე სამართლებრივი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით, ან პოლიტიკური ჯგუფის ფორმით, ან ფრაქციის ფორმით ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რატომ ესწრებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კაჭრეთში გამართულ შეხვედრას, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილია ფრაქცია „ქართული ოცნებით“, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ჟურნალისტი უკვე შეცდომას უშვებს, რადგან ფრაქცია ერთსუბიექტიანი აღარ არის.

 

მისივე თქმით, ეს არ იყო „ქართული ოცნების“ სხდომა. ეს იყო მთავრობის და უმრავლესობის შეხვედრა.

 

 „მე თქვენ ვერ დაგაბრალებთ, რომ რეგლამენტი წაკითხული არ გაქვთ. თქვენი პირველი შეცდომა - „ქართული ოცნების“ სხდომა არ იყო, წაიკითხეთ იმდღევანდელი ე.წ. ნიუსი, იყო მთავრობის და უმრავლესობის შეხვედრა. ეს საკითხი ჩავხურეთ. მეორე - უმრავლესობა დღეს შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, რომელთაც რა თქმა უნდა, დააფუძნეს მოძრაობა „ხალხის ძალა“, მაგრამ ეს „ხალხის ძალა“ დღეს საპარლამენტო სუბიექტი ცალკე აღებული, როგორც რაიმე ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით, ან პოლიტიკური ჯგუფის ფორმით, ან ფრაქციის ფორმით, ან ა.შ. ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან. აქედან გამომდინარე, შეცდომა ნომერი ორი - მათ გადაწყვიტეს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებებს დაუჭირონ მხარი, ეს ავტომატურად ნიშნავს უმრავლესობის წევრობას. რეგლამენტში ასე წერია, ამიტომ დარჩნენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ბრიფინგზე, სადაც მათი ფრაქციიდან გასვლის შესახებ ისაუბრა, შემთხვევითობა არ იყო, რომ უმრავლესობა არ უხსენებია, მათ დატოვეს ფრაქცია, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები.

 

„ბრიფინგზე, სადაც მათი ფრაქციიდან გასვლის შესახებ ვილაპარაკე, შემთხვევითობა არ იყო, რომ უმრავლესობა არ მიხსენებია, სპეციალურად იყო, იმიტომ, რომ მართალი ვყოფილიყავით ფორმალური თვალსაზრისითაც კი. მათ დატოვეს ფრაქცია, მათ დატოვეს პარტია და მათ საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. რომ დაეტოვებინათ უმრავლესობა, ვიტყოდი, მაგრამ ეს არ მითქვამს. გუნდი დატოვეს ფრაქციის. აგიხსნით რაც ნიშნავს უმრავლესობა რეგლამენტის მიხედვით: სია, არის უმრავლესობის. მხარდაჭერის ნიშნით კომპლექტდება ეს სია. ანუ, ნებისმიერმა სხვა დეპუტატმა რომ თქვას, რომ მე მხარს ვუჭერ ბიუჯეტს, მთავრობას უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, ის ავტომატურად ხდება უმრავლესობის წევრი და მას ვერავინ გაუშვებს. შესაბამისად, რადგან ისინი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს, ისინი ავტომატურად ითვლებიან უმრავლესობის წევრებად. იმ დღეს მკაფიოდ იყო გახმოვანებული, რომ იყო უმრავლესობის და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930