გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხოველთა მოვლა-შენახვისა და დაავადებების პრევენციის მიზნით, ვეტერინარები რაჭაში შეხვედრებს მართავენ

14-09-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, რაჭაში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. ყურადღება გამახვილდა იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელების რისკებიც არსებობს რეგიონში. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სააგენტოს ვეტერინარებმა მოსახლეობას, „კარდაკარ" პრინციპით, საინფორმაციო მასალები დაურიგეს.


ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცხოველების მოვლა და შენახვა, დაავადებების პრევენცია, ფერმებში ვეტერინარულ-სანიტარიული და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვა.


მიღებული ინფორმაცია ეხმარება ფერმერს, შეამციროს დაავადებების გავრცელების რისკები და თავიდან აიცილოს ცხოველების დაავადებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30