გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ივანე მაჭავარიანი დაიკავებს

10-07-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ივანე მაჭავარიანი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.ge-ის რამდენიმე სანდო წყარომ დაუდასტურა.

სააგენტო ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავად ივანე მაჭავარიანსაც დაუკავშირდა, მაგრამ მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ივანე მაჭავარიანს ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა. 

ცნობისთვის: სავარაუდოდ, ზეგ, 12 ივლისს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომას გამართავს და განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც წარადგენს. 

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და პრემიერმინისტრის მოსმენა 13 ივლისს დაიწყება. 

არსებული ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენები თბილისში გაიმართება, 15 ივლისს კი, კანონმდებლები ქუთაისში, რიგგარეშე სხდომის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ და მას კენჭს უყრიან.



bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930