გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

6-01-2018

შობის დღესასწაულზე, ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, დღეს, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031