გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე გოგაშვილზე: მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნდა დაეცეს, არ წარმომიდგენია

14-09-2022

,,გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი მის აბსურდულ განცხადებებზე. ადამიანს, რომ იცნობ პირადად, ალბათ, რაღაც გარკვეული უხერხულობები არის. მე ვნახე ვახო გომელაურის კომენტარი, როდესაც მას გაუჭირდა,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია სოსო გოგაშვილი ამაზე მეტად დაეცეს. ასევე, მისი თქმით, გოგაშვილის განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

 

,,ჩემთვის, პირადად, წითელი ხაზი იყო, როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოსკოვში სიებს აგზავნის ,,ქართული ოცნება". ჩემთვის ეს გახდა წითელი ხაზი და ამიტომ, ბევრი რამე ვთქვი მასზე და დღესაც, დღევანდელი განცხადება ვნახე, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გააპრავოს“ ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, ყოველდღე პირდაპირ ეთერში იმუქრებიან შენობებში შეჭრაზე, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც გახდა მათი აგენტი, პირდაპირი მნიშვნელობით, „უპრავებს“ იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო.

 

მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, მართლა ვწუხვარ, როგორ უნდა დაეცეს მეტად, არ წარმომიდგენია. მოსკოვში სიების გაგზავნა, რომ ნაცმოძრაობას რევოლუციური სცენარით არასდროს უმოქმედია. აი, ეს არის ის წითელი ხაზები, რის იქითაც ალბათ, აღარც მორალი არსებობს, აღარაფერი აღარ არსებობს. უბრალოდ ვიცით, რომ ერთმა ადამიანმა იმ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, გახდა დამატებითი გარე სპიკერი ნაცმოძრაობის, ახლა ამ განცხადებას აკეთებს, ბევრს გააკეთებს კიდევ, ბევრ განცხადებას მოვისმენთ, რომელსაც მტკიცებულებები არ ექნება და უბრალოდ იქნება განცხადებები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930