გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გვარამია-მელია პირდაპირი ფორმით შეურაცხყოფას აყენებდნენ ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს, მაშინ არავის გვახსოვს გამიჯვნა, რეაქცია იყო ნული - ირაკლი კობახიძე

15-09-2022

რადიკალურ ოპოზიციაში იყვნენ კონკრეტული ლიდერები, მათ შორის გვარამია-მელია, რომლებიც პირდაპირი ფორმით შეურაცხყოფას აყენებდნენ ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს, მაშინ არავის გვახსოვს გამიჯვნა, რეაქცია იყო ნული - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არგუმენტებშიც კი არ შედიოდნენ, კი არ აფასებდნენ რაიმეს, პირდაპირ გამოდიოდნენ, ლანძღავდნენ და კოლონიალიზმში დებდნენ ბრალს.


"ესენი არიან უშუალოდ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერები. ისინი პირდაპირ ლანძღავდნენ, არგუმენტებშიც კი არ შედიოდნენ, კი არ აფასებდნენ რაიმეს, პირდაპირ გამოდიოდნენ, ლანძღავდნენ და კოლონიალიზმში დებდნენ ბრალს. მაშინ არავის გვახსოვს არც გამიჯვნა, მაგალითად, თუნდაც შესაბამისი ტელევიზიის, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ან უცხოელი პარტნიორები. ფაქტია, არის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა და რეაქცია იყო ნული, და ის იყო ელჩების პირდაპირი ლანძღვა. აქ არის გარკვეულ ფაქტებზე საუბარი, თუ ვიღაც ფაქტთან დაკავშირებით აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას, მაშინ ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ ზოგადად კი არ უნდა იყოს საუბარი იმაზე თუ რა მოსწონთ და რა არა, როდესაც გარკვეულ ფაქტს ამბობენ, ამ ფაქტს სჭირდება უარყოფა, მაგრამ ჩვენ ამაში ვერ შევალთ, ჩვენთვის ეს საჯარო პოლემიკა არის უხერხულობის შემცველი და ამიტომ არ შევდივართ ამაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ ფორმას ვემიჯნებით, რაც შეეხება შინაარსს, შინაარსზე შეგნებულად არ ვაკეთებთ კომენტარებს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ეველინ ფარკასის შეფასებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, აქ მარტივია კომენტარის გაკეთება, ის ხელისუფლების სტრუქტურას არ წარმოადგენს, დაკავშირებულია ამერიკულ სტრუქტურებთან და ის პირდაპირ მოგვიწოდებს რეალურად ომში ჩართვისკენ სანქციების მეშვეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930