გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

15-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.


აღსანიშნავია, რომ ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.


აღნიშნულის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე, 2023 წლის 1 მარტამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34048?fbclid=IwAR09aXSt5n4LoqwLWWl3onBcVBBirwn2kTpKcjN0n13LoPtlNgJfGdBqA9g

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031