15-09-2022
,,აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში როდესაც ბედის უკუღმართობით სოსო გოგაშვილი სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო ივანიშვილი მას საერთოდ არ იცნობდა! მეთოდები მოგიძველდათ მურტალოებო- გოგაშვილი ვინ და რას წარმოადგენს უკვე ყველამ გაიგო, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ანგრევდა თუ აშენებდა ამ ქვეყანას ესეც ყველამ იცის,’’ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოსო გოგაშვილის შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რაც მეტი უმადური და უსინდისო გამოჩნდება საერთო ლუსტრაციისთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება.
"სოსო გოგაშვილი იმდენად აბსურდულ „ბრალდებებს“ აჟღერებს, რომ მართლა ძნელი ვინმემ დაიჯეროს, რა თქმა უნდა დაინტერესებული მხარე რადიკალური ოპოზიცია თავის პარტიული ტელევიზიებით ამას განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მიზანი ეჭვგარეშეა, რომ ხალხის მოტყუება და შეშინებაა, თუმცა იმდენად სახელგატეხილები არიან, თან იმდენად უარგუმენტო, უდოკუმენტო „ბრალდებები“ მოჰყავთ, რომ უკვე მდარე ფანტაზიაც აღარ არის. სამიზნედ ისევ ბიძინა ივანიშვილის გამოყვანა, რომელზეც ბევრჯერ გაგვიგია, თურმე როგორ აქცევდა და ანგრევს ქვეყანას, თან ამას მაშინაც აკეთებდა როცა გოგაშვილი სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო და რაც მთავარია მას აძლევდა ამ დავალებებს ძალიან აბსურდულია (და გოგაშვილო ამას აქამდე გვიმალავდი?!)! აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში როდესაც ბედის უკუღმართობით სოსო გოგაშვილი სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო ივანიშვილი მას საერთოდ არ იცნობდა! მეთოდები მოგიძველდათ მურტალოებო- გოგაშვილი ვინ და რას წარმოადგენს უკვე ყველამ გაიგო, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ანგრევდა თუ აშენებდა ამ ქვეყანას ესეც ყველამ იცის. უბრალოდ რაც მეტი უმადური და უსინდისო გამოჩნდება, თან რაც მალე, საერთო ლუსტრაციისთვის ცუდი ნამდვილად არ არის!’’ - წერს ნიკოლეიშვილი.
16-11-2024
16-11-2024