გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა

16-09-2022

კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა, - ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ. პირდაპირ წერია, რომ კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა. პირდაპირ არის ჩანაწერი ანგარიშში, რომ ბევრ სუბიექტს, ვინც მოხვდებოდა დიპლომატიური საფარის ქვეშ და მათთან კავშირში მყოფ პირებს, მოუხდათ ქვეყნის დატოვება“,- აღნიშნა ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031