გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს" წევრობასა და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო

17-09-2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს" წევრობასა და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, ,,ქურდული სამყაროს" სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან" შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევა".

3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა), 1 პირს კი - სსკ-ის 223''''-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვა) წარედგინათ.


სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს" 2 წევრს სასჯელის სახით 8 - 8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროსათვის" მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031