18-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქ. პრაღაში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის პარალელურად, ოთარ შამუგიას, სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზდენეკ ნეკულასშეხვდა.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის მინისტერიალზე საქართველოს მხარის მიწვევისთვის და აღნიშნა,რომ მინისტერიალი კარგი პლატფორმაა მოსაზრებების გაზიარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მრავალწლიანი მხარდაჭერის და ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია აგრარულ დარგში არსებული ვითარების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად.
16-11-2024
16-11-2024