19-09-2022
,,ეს კადრებიც რომ მიწოდებულია, ჩვენ საიდან ვიცით? ამის მტკიცებულება რა არის? “ტვ პირველი“, სამწუხაროდ, იმდენ ფეიკს ავრცელებს, მართალი რომ თქვას, მაინც აღარავის სჯერა. იმიტომ, რომ ყველა წინა იყო ტყუილი,” - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “ტვ პირველის” სურვილია, რომ სახელმწიფო ჩამოშალონ. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ისტორიებით მიზანს ვერ მიაღწევენ.
,,არ მიიღოთ ზედმეტ ირონიად, მაგრამ ნახევრად ხუმრობით, „ტვ პირველს“ ვურჩევდი, რომ ცოტა დრამატურგია ყოფილიყო მკაფიო. იმიტომ, რომ მათ დადგეს ასეთი სცენა, რომ აბსოლუტურად უსმენენ ყველას. ანუ, სახელმწიფო რესურსს, რაც შეუძლია, რაც არ შეუძლია, ყველაფერს აკეთებს რაღაც სამსახური.
ასეთი დრამა იყო, ყველას უსმენს, აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვს და მერე განვითარება, რა აქვს ამას? ვურჩევდი, რომ მერე განვითარება მისცენ. თუ ვთქვათ, რაღაცას დგამ, რაღაც სცენას, ბარემ სჯობს, რომ ბოლომდე გახვიდე. იმიტომ, რომ რა მიზანიც ჰქონდათ, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ასეთი ,,სთორებით” სახელმწიფოს ვერ ჩამოშლიან. ჩემი რჩევა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით, რომ ამ ,,სთორიში” რაღაც განვითარება ყოფილიყო. ამიტომ, მეჩვენება მე ეს ყველაფერი არასერიოზულად” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024