გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
FAO-ს ექსპერტებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფიტოსანიტარებისთვის სემინარი გამართეს

20-09-2022

მცენარეული საფარის მავნებელ კალიასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფიტოსანიტარებისთვის სემინარი გაიმართა, რომელსაც კანადიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები უძღვებოდნენ.

 

ტექნიკური სემინარი ორ სესიად ჩატარდა და მოიცავდა მონაცემთა შეგროვების ავტომატური სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების მართვის სისტემის (CCALM) გამოყენებას. აღნიშნული სისტემების დანერგვა ხელს შეუწყობს მავნებლის მონიტორინგის გაუმჯობესებას, ტერიტორიების ეფექტიან დამუშავებასა და პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებას.

 

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. კალია სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარს არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.


დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ 100 ათასი ჰა ფართობია დამუშავებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031