გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ის გარემოება, რომ საქართველოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული - ასე "გაწელილად" ეჩვენება მავანს ქუთაისში მიმდინარე მოვლენები

20-09-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა "სვავთა" და "აფთართა" ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი "სტოკჰოლმის სინდრომის" გამოხატვით.

 

მისივე თქმით ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა ამ უმძიმეს წუთებში შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი-ბიჭები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად.

 

„იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონის დონეზეა აკრძალული მძევლების ამყვანი ტერორისტების პირობების დაკმაყოფილება, ყველაფერი უკვე დიდი ხანია დასრულებული იქნებოდა - და თუ როგორი შედეგით თავად მძევლებისთვის, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. სწორედ ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული - ასე "გაწელილად" ეჩვენება მავანს ქუთაისში მიმდინარე მოვლენები. დიახ - ხელისუფლება ამ ჰუმანურობის "მძევლობაშია" და ეძებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის შემცვლელ გადარჩენის გზებს. ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა "სვავთა" და "აფთართა" ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი "სტოკჰოლმის სინდრომის" გამოხატვით. ჩვეული ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა ამ უმძიმეს წუთებში შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი-ბიჭები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს, მძევლებს უფლის შეწევნა და იმედი, ხოლო კაცთმოძულეთა ლეგიონს კი - ტრადიციული დამარცხება!“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930