გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგიამ ახმეტაში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა

21-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია,  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ახმეტის    მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  მარანი დაათვალიერა.

 

ბექა ნახუცრიშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52,000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230,000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ფერმერმა, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 35%-იანი თანადაფინანსებით, 25,000 ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაშეიძინა. ბექა ნახუცრიშვილის მარანი, წლიურად, 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

 

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 65 ღვინის მარანი და საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 19 მლნ  ლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ  ლარს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031