გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ხონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

6-01-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.

მინისტრმა თანამშრომლებს ახალ შენობაში წარმატებული და ეფექტიანი მუშაობა უსურვა. "ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, არის საპოლიციო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. ის მეტად უნდა იყოს ადამიანზე- მოქალაქეზე მორგებული და რაც მთავარია, პრევენციაზე ორიენტირებული. ამისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, ყველა ფუნქციონალური ელემენტია გათვალისწინებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განახლებული, კომფორტული შენობებით, საპოლიციო სისტემა წარმატებული და ეფექტიანი გახდება"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

პოლიციის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული. ახალაშენებულ შენობაში ხონის რაიონული სამმართველოს 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონული სამმართველოს ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ახალი შენობის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930