გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: ამერიკელების მკვლელობაში ქართველები „რუსულ კვალს“ ეძებენ; თბილისში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ტრაგედია ნატოს სამიტის წინ მოხდა

11-07-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში ამერიკული ოჯახის მკვლელობის ფაქტს. მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების, აგრეთვე მათი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობის გარემოებები, დასახელებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, მისი ადვოკატის თვალსაზრისი და ა.შ. სტატიაში გამოყენებულია ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები.


პუბლიკაციაში აღწერილია ორმაგი (საქართველოსა და აშშ-ის) მოქალაქეობის მქონე ამერიკელების რაიან და ლორა სმიტების საქმიანობა, მათი დამოკიდებულება ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასთან. სტატიაში ასევე განხილულია მკვლელობის სავარაუდო მოტივები, რომლებთაც, შეიძლება ითქვას, ყოფითი მიზეზები აქვს. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ტრაგედიის „გამჭვირვალობის“ მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი მომხდარში „რუსულ კვალს“ ხედავს, მაგალითად, ელისო კილაძემ, რომელიც სკანდალური მამხილებელი პუბლიკაციებითა და ჟურნალისტური გამოკვლევებით არის ცნობილი, გამოძიებას მოუწოდა, რომ რუსული აგენტურის მონაწილეობის ვერსია განიხილოს. მას მიაჩნია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფრისთვის მზად არიან, განსაკუთრებით კი ნატოს სამიტისა და რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის წინ.


„რასაკვირველია, რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მოტივის გაგება ამ ეტაპზე ძნელია, მაგრამ მკვლელობაში მათი სავარაუდო მონაწილეობის ვერსიის შესწავლა უნდა მოხდეს: საქართველო ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და შესაძლოა ამერიკელების ლიკვიდაციის უკან პოლიტიკური მიზნები დგას“, - ნათქვამია სტატიაში.


----------


საქართველოში მომხდარი მკვლელობის თაობაზე მასალები დასავლურ მასმედიაშიც ვრცელდება, თუმცა ისინი უმთავრესად ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტებს ეყრდნობიან და ჯერ-ჯერობით რაიმე კომენტარი ან შეფასება მათში გამოხატული არ არის. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოში მწყემსი ამერიკელი მშობლებისა და მათი ოთხი წლის ვაჟის მკვლელობის გამო დააპატიმრეს“ (ავტორი - ჯეისონ ლემონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მასალა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებს ემყარება (წყარო: http://www.newsweek.com/shepherd-arrested-killing-us-family-georgia-1016057).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930