22-09-2022
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
იგნასიო კასისი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში",-აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.
16-11-2024
16-11-2024