გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

11-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ოზურგეთში, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბისის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.
მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930