გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო

24-09-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდა.


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს  სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.


ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსის ამოქმედებაზე, რომელიც სტუდენტებს ქართული ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიეღოთ.


ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის და ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების ხელშეწყობისთვის.


ჰარვარდის უნივერსიტეტში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელი რეჟისორ თათია სხირტლაძის ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო, რომელიც ქართველოლოგიის პროგრამის ეგიდით გაიმართა. ფილმი ოთხი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს.


ფილმის ჩვენების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებასთან გამოჩენილი ქართველი ქალი მოჭადრაკეების ღვაწლის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა მათ ასევე გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგნად შეისწავლება.


ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930