25-09-2022
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ სხვა მაგალითი არ გვაქვს მსოფლიოში, გარდა უკრაინის კანონმდებლობისა და რეკომენდაციებშიც საქართველოს შემთხვევაში წერია, რომ ნაბიჯები უნდა გადავდგათ დეოლიგარქიზაციის კუთხით, უკრაინის შემთხვევაში წერია, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ეს კანონი - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას აღნიშნა, საკმაოდ შეფასებითი საკითხია და გაანალიზებას საჭიროებს.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კანონი, რომელიც მოხსენიებულია უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში, არის მისაღები ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენ ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს პუნქტი შესრულებულად ჩაგვეთვალოს, მაგრამ თუკი ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ეს კანონი არ არის ის, რაც უნდა მივიღოთ, ჩვენ ჩავთვლით ერთად, რომ ეს არ არის აუცილებელი რომ გაკეთდეს, მაშინ რა თქმა უნდა შეგვიძლია განვიხილოთ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ შეფასებითი საკითხი“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024