გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა ნაცმოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე: ხაბეს ხელი არ მოხვდეს!

26-09-2022

,,უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ,’’ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ მომხდარ ჩხუბის ფაქტს.

 

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" უკან, ბუმერანგივით დაუბრუნდა, ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანას უწყობდნენ.

 

,,ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო, მერე უარყვეს. ახლა, კონკრეტულმა დაზარალებულმა, თუ არ ვცდები, იმას მოხვდა მეტი, თუ მეორეს არ ვიცი. თქვა, რომ შეხლა-შემოხლა ყოფილა. აი, ეს არის მთელი აბსურდის თეატრი, რასაც ესენი პროვოკაციას უწყობდნენ ქვეყანას, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ახლა, ერთმანეთში არკვიონ. უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ,’’ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031