27-09-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, ინოვაციების საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის დასკვნით დემო დღეს უმასპინძლა, სადაც კურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები და პროექტები KIU-სა და GITA-ს ადმინისტრაციის წინაშე წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის 2021 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში GITA უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით თანამშრომლობს.
„2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით სტარტაპების შენების კურსი გაევლოთ, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები. მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე. მოხდეს KIU-ს საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა.
KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა.
კურსში ჯამში მონაწილეობა 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024